საოცარი კონტაქტები გვაქვს და მინდა, რომ ჩემს გუნდთან ერთად ჩვენი ქვეყნისთვის დავიხარჯო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ - ივანიშვილი, თავისი გუნდით, შექმნის სამუშაო ადგილებს თუ ვერა? როცა საქართველოს მოქალაქე არჩევნებზე მივა, მან საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვას: ვის აძლევს ხმას? ვისაც შეუძლია სამუშაო ადგილების შექმნა, თუ ვისაც არ შეუქმნია და არაფერი გაუკეთებია. ვის აძლევს ხმას, ვინც მტრობაში არის ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებთან და უნდა, რომ ქვეყნიდან გააქციოს, თუ იმ ადამიანებს მისცემს ხმას, ვისაც ფართო კონტაქტები აქვს.
საოცარი კონტაქტები გვაქვს და მინდა, რომ ჩემს გუნდთან ერთად ჩვენი ქვეყნისთვის დავიხარჯო. ჩვენ რეგიონშიც ძალიან კარგი მდებარეობა გვაქვს, თუ ხელი არ გავანძრიეთ, ვერ განვითარდებით“, - განაცხადა ვაშაძემ.