„ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, 2023 წლის ორი ძლიერი სურათი კვლავ თვალწინ გვიდგას: მამაცი ქართველი დედა, რომელიც აფრიალებს ევროპულ დროშას, ივანიშვილების პარტიის წყლის ჭავლის მიუხედავად.
ხოლო მეორე, ხალხით სავსე ქუჩები და გულწრფელი ზეიმი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ.
ჩემთვის პატივია, თქვენს წინაშე წარმოვადგინო საქართველო, რომელიც არის უძველესი ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის ქვეყანა. - ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
"განსაკუთრებული პასუხისმგებლობა არის, რომ მე თქვენს წინაშე გამოსვლა მიწევს იმ ისტორიული შანსის წინაპერიოდში რასაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა.
მადლობა ამ შანსისთვის ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, მეგობრებს და მადლობა ჩემს ქართველ ხალხს, რომელმაც ბევრი იბრძოლა თავისუფლებისა და ევროპისთვის.
მადლობა ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, სწორედ მათმა ბრძოლამ თავისუფლებისთვის გახადა შესაძლებელი ჩვენი ქვეყნების ევროპული პერსპექტივა.
ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჩვენ გადმოგვეცა 9 პირობა დემოკრატიული რეფორმების სახით, სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს მისი შესრულება. ძალიან კარგი გამოცდილება და მაგალითები აქვს ჩემს ქვეყანას წარმატებული რეფორმების მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, რომელიც ახლა სამწუხაროდ უსამართლო ტყვეობაშია.
იყო დრო, როდესაც საქართველოს მოიხსენიებდნენ რეგიონის ჩემპიონ ქვეყნად.
სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში არც ახლაა რთული საქართველომ დაიბრუნოს ეს სტატუსი მაგრამ დღევანდელი მთავრობის პირობებში ძალიან გართულდება ამის გაკეთება.
2024 წლის ოქტომბერში საქართველოში არის საპარლამენტო არჩევნები და მომავალი კოალიციური მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახელით გარწმუნებთ, რომ თუ დღევანდელი მოქმედი ხელისუფლება არ შეასრულებს ამ 9 პირობას, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად ზუსტად 3 თვეში შევასრულებთ ყველა პირობას, რადგან საქართველო იმსახურებს თავისუფლებას და ევროპას.
კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ და სხვა ევროპელ მეგობრებს ამ სტატუსისთვის და შანსისთვის, მადლობა ჩემს ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის!
დაე, 2024 წელს ქართველმა ხალხმა ერთად შეცვალოს თავისი მომავალი უკეთესობისკენ, ახალი მთავრობით და ახალი იმედით.
საქართველო იყო და არის ევროპული ქვეყანა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი! იმიტომ, რომ ევროპა ყოველთვის იყო ქართული იდენტობის ცენტრში. იყო ქართველი, ნიშნავს იყო ევროპელი“ - განაცხადა ვაშაძემ