დღეს მოვისმინეთ აბსურდული არგუმენტაცია გახარიას და მისი პარტიის მხრიდან, რომ თურმე ეს პარლამენტი არალეგიტიმურად უნდა ცნოს, მაგრამ სიები არ უნდა ჩახსნას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამმა პოლიტიკურმა ძალამ ჩახსნა სიები, შემდგომ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ ყველა დაწერს განცხადებას მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით. დღეს მოვისმინეთ აბსურდული არგუმენტაცია გახარიას და მისი პარტიის მხრიდან, რომ თურმე ეს პარლამენტი არალეგიტიმურად უნდა ცნოს, მაგრამ სიები არ უნდა ჩახსნას. ერთადერთი რამ, რაც დღეს ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია [პარლამენტის] არალეგიტიმურობის ცნობისთვის, ეს არის სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა. სხვა ყველა არგუმენტი არის ტყუილი. მორჩა უკვე ამდენი შეგონებები პრესკონფერენციებიდან და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაბრალება და ა.შ.

პირდაპირ ვამბობ, იმისათვის, რომ არაღიარების პოლიტიკა იყოს შენარჩუნებული საერთაშორისო მასშტაბით, მნიშვნელოვანია ყველა ოპოზიციურმა ჯგუფმა გააუქმოს სიები და საკუთარი მანდატები. ამიტომ ყველა პოლიტიკური ჯგუფი სამართლებრივ კავშირს წყვეტს თვითგამოცხადებულ დაჯგუფებასთან, "ქართული ოცნების“ სახით“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი გახარია: მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ, სიების ჩახსნაზე საუბარი არ არის ის, რაც არსებულ კრიზისზე ოპოზიციას ბრალეულობას მოუხსნის