პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში კატასტროფული დემოგრაფიული მაჩვენებლებია.

როგორც ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ქვეყანაში მნიშვნელოვნად დაეცა შობადობის მაჩვენებელი.

„2015 წელთან შედარებით ყოველწლიური შობადობის მაჩვენებელი 20 000-ით არის შემცირებული. 2022 წელს 7 000 ადამიანით მეტი გარდაიცვალა საქართველოში, ვიდრე დაიბადა. დემოგრაფიული კატასტროფამდე მიიყვანეთ ხალხი და ამის მერე საუბრობთ, რომ ეკონომიკა ყვავის? ვისთვის ყვავის ეს ეკონომიკა, გამაგებინეთ?“, – მიმართა ვაშაძემ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც დღეს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, მარტო 2022 წელს საქართველო დატოვა 100 000-მა მოქალაქემ.

„რატომ დატოვეს, იმის გამო, რომ სამუშაო ადგილები შექმენით? იმიტომ, რომ ეკონომიკა ყვავის? იმიტომ, რომ მაგარი ცხოვრებაა ქვეყანაში? სიღარიბის და გაჭირვების გამო დატოვეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.