ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე საქართველოში არჩევნების ადმინისტრირების თაობაზე გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მომავალი თვითმმართველობის არჩევნების მზადების პროცესში საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით მიმდინარეობდეს.
„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვითმმართველობის არჩევნების მზადების პროცესში ვისაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე და შევეცადოთ ყველამ უკუვაგდოთ აღქმები ამ პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახები მცდელობები საარჩევნო პროცესის დაზიანებისა“, - განაცხადა შარაბიძემ.








