"ის, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, არის სახე ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების"- - ასე მოიხსენია ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დავით კირთაძე მომხდარი ინციდენტის შემდეგ.

მისი თქმით,   "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომელმაც მას შავი მელანი შეასხა, "წარჩინებული პროვოკატორია".

"ის, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, არის სახე ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების. ის ცნობილი იყო როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში, რომელმაც საბოლოოდ ჩამოიკიდა ის სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცნობისათვის: ცესკოს სხდომა, რომლის დღის წესრიგში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამების საკითხი დგას, დაპირისპირებით დაიწყო.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც სიმბოლო არჩევნების გაყალბების.

დავით  კირთაძე დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა.

"შენ ხარ სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი და შავი ლაქა" - უთხრა დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს. 

ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სხდომა შეჩერებულია. 

ცესკო დღეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს შეაჯამებს - ოპოზიცია ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს