საჭიროა რომ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველი, ვისთვისაც ძვირფასია ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას იდეალები, მოვიდნენ არჩევნებზე და დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“ მხარი, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამისათვის, კანონის სრული დაცვით, მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს.

„დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, არავის არ ეპარება ეჭვი რომ „ქართული ოცნება“, კვლავ მოიპოვებს უმრავლესობას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანის მიზნით, აუცილებელია საკონსტიტუციო უმრავლესობა.

დღეს, ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პირველად დაადგა ქვეყანა რეალური დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მოპოვების გზას, სადაც შეფერხებას, კაცმა რომ არ იცის ისეთი გარე ძალების მიერ მართული ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს. როგორც წყალი და ჰაერი მართლაც რომ საჭიროა ამ ხალხის ქართული პოლიტიკიდან გაყვანა და შემდგომ, მათი და მათი სატელიტების, ჩადენილი დანაშაულებებისათვის გასამართლება. აქედან გამომდინარე, საჭიროა რომ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველი, ვისთვისაც ძვირფასია ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას იდეალები, მოვიდნენ არჩევნებზე და დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“ მხარი. ამ ყველაფრის ჩემი მხრიდან გასაკეთებლად, ყველა ჩემ ხელთარსებულ საშუალებას გამოვიყენებ, თავისთავად კანონის სრული დაცვით. წარმატებები „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას!“, - წერს გიორგი გამსახურდია.