საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილის ელჩებისადმი მიმართვას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“.
„ყველაფერ ნეგატიურს აქვს თავი მოყრილი ამ ქალში. მავნებლობა, ამორალიზმი, უზნეობა, სიბოროტე და ა.შ. ეგულება ვიღაცები, ჯავახიშვილისნაირები, თორემ ეს ესე არაფერს არ იტყოდა. კარგია, შენთან ერთად, შენნაირი მავნებლებიც თუ გაუყვებიან რუსული გემის გზას. შენი ფავორიტი ლავროვი, იქ უკვე გელოდებათ“, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.