ნაცმოძრაობა და მისი ლობისტები, რომლებიც სრულიად ფინანსდებიან მათი თავდაცვის ყოფილი მინისტრის მფლობელობაში არსებული, თაღლითური, ე.წ. ქოლ-ცენტრებით, რომელზედაც არაერთი გამოძიება მიმდინარეობს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში(იხ.BBC ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტური გამოძიება https://www.bbc.com/news/world-65038949), ხელისუფლებას სდებენ ბრალს ანალოგიურში. - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
"სითავხედით დაახლოებით მაგონებს, კეზერას "ქოლცენტრულ" ისტორიიდან ერთერთ მონაკვეთს, როდესაც მას და მის ამფსონს დავით თოდვას, ქ.კიევის ცენტრში ქონდათ რამდენიმე სართულიანი ე.წ. "ქოლცენტრი", ცოტა ხნის მერე, ამავე შენობის პირველ სართულზე გახსნეს, ე.წ. "ქოლცენტრებისგან" დაზარალებულების საჩივრების მიმღები განყოფილება.
არაუშავს, მალე ყველაფერს მოეფინება ნათელი, ცილისწამებას, საბოლოო ჯამში, ჯერ არსად არ გაუმარჯვია. სამართალს კიდევ, ვერც შრილანკაზე და ვერც ვერსად დაემალები კაცი. " - წერს გიორგი გამსახურდია "ფეისბუკში".
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის ინფორმაციით, თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის, "ქართული ოცნება" თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა