გიორგი გამსახურდია, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს, რომელშიც მან „ქართული ოცნების“ მიერ „ტოტალურად რუსულ რეჟიმზე გადაყვანაზე“ ისაუბრა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, შეხვედრის მზაობა გამოთქვა.
„რუსულ რეჟიმზეო, იძახის ქალი, რომლის განცხადებული მეტრი დიპლომატიაში არის ლავროვი. მეორე კიდევ, მზად ვარ შევხვდეო, თან ულტიმატუმნარევი ტონით. ჩაამთავრე რა ეს დღეები მშვიდობიანად და წადი ქალო სახლში.იქნებ რაიმე დოზით სახე შეინარჩუნო. შეხვედრები კიდევ შენ ამფსონებთან გამართე ნაცმოძიდან.“ - წერს გამსახურდია X-ზე.