რადიკალური ოპოზიციისათვის, ყველას გვახსოვდეს რომ ადამიანის სიცოცხლეს აქვს ჩალის ფასი. მათმა ცალკეულმა ლიდერებმა, ძალაუფლებაში ყოფნისას, ეს სიტყვებით და საქმით დაადასტურეს. ახალგაზრდების გვამებით გადაავსეს ქუჩები, სიცოცხლე დაუსახიჩრეს და მოუსპეს უამრავ პატიმარს, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია.
გამსახურდია აცხადებს, რომ როდესაც მათ თითქმის კრახი განიცადეს ქუჩაში, ამ ჯერზე ეძებენ მსხვერპლს, უნდათ, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბონ და საწადელს მიაღწიონ, ამისთვის კი, მისივე თქმით, ადამიანის სიცოცხლესაც გასწირავენ.
"რადიკალური ოპოზიციისათვის, ყველას გვახსოვდეს, რომ ადამიანის სიცოცხლეს აქვს ჩალის ფასი. მათმა ცალკეულმა ლიდერებმა, ძალაუფლებაში ყოფნისას, ეს სიტყვებით და საქმით დაადასტურეს. ახალგაზრდების გვამებით გადაავსეს ქუჩები, სიცოცხლე დაუსახიჩრეს და მოუსპეს უამრავ პატიმარს. ორი გვამის ავტორი პოლიტიკური ძალა, მერწმუნეთ, როდესაც მათ თითქმის კრახი განიცადეს ქუჩაში, ამ ჯერზე, ეძებენ მსხვერპლს. ვინაიდან და რადგანაც უნდათ, რომ მაქსიმალურად სიტუაცია დაძაბონ და საწადელს მიაღწიონ. დიდი სიფრთხილე გვმართებს, ეს ისეთი სახიფათო ხალხია, რომ მათგან მოსალოდნელია ადამიანის, ან ადამიანების სიცოცხლე გასწირონ ამ პროცესებში. მჯერა და მწამს ჩვენი ღირსეული სამართალდამცველების, რომ მსგავს რამეს ჩანასახშივე აღკვეთავენ. უდიდესი სიფრთხილე გვმართებს ამ ყველაფერზე წამსვლელ ხალხთან .უდიდესი!!!", - წერს გიორგი გამსახურდია.