გიორგი გამსახურდია საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს ვიზიტს და დღეს გამართულ პრესკონფერენციას აფასებს.

გამსახურდია ალან ბერსეს განცხადების შესახებ რადიკალური ოპოზიციის რეაქციებს გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან ხდება დიალოგისკენ მიმართული პროცესის მარგინალიზაცია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში.

„საერთოდ, აქ კიდევ ერთგზის, გამოაშკარავებულია მათი მხრიდან ნებისმიერი, დიალოგისკენ მიმართული პროცესის მარგინალიზაცია. რომელსაც ზემოხსენებულ მავნებლებთან ერთად, თავის ხალხზე და ქვეყანაზე ზიზღით განმსჭვალული, ამორალური, ანტიმედასავლეთე ქალი, სალომე უდგას სათავეში.მალე ჩაირეცხებით!”- წერს გიორგი გამსახურდია “X”-ზე.