ვიღაც გაოგნებულ, ორთოდოქს ნაცს თუ ჰგონია, ირაკლი ვინმემ მოიშორა, ის ან რეგვენია ან უბრალოდ ცდება. - საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, გიორგი გამსახურდია პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"არ ვიცი საიდან დავიწყო,არ მოვყვები ვინ არის ირაკლი ჩემთვის,მარტივად ვიტყვი, ჩემი უახლოესი ძმა და მეგობარია და მორჩა(იყო და იქნება სულ). ეხლა რაც შეეხება მის გაკეთებულ საქმეებს; გახარიას საბოტაჟის შედეგები ჩაიბარა და ქვეყანა გადაარჩინა ,უამრავი რეფორმა გაატარა,მშვიდობა შეინარჩუნა, კანდიდატის სტატუსი დადო, ენის მოჩლექვით ქვეყანა არავის დღეს არ ესაუბრება, ნებისმიერი შედეგი რასაც ქვეყანამ მიაღწია, არ ყოფილა და აწი არ იქნება ღირსების ხარჯზე.
ყოველდღიური რუტინა და ხარვეზების გასწორება,ეგ ცალკე თემაა კიდევ,რაც მე ვიცი და არ ვიცი.თავისთავად ცხადია,მმართველი პარტიის და მისი ლიდერშიფის გვერდში დგომით მოხდა ეს ყველაფერი.
ვიღაც გაოგნებულ, ორთოდოქს ნაცს თუ ჰგონია, ირაკლი ვინმემ მოიშორა, ის ან რეგვენია ან უბრალოდ ცდება.
მმართველი პარტია ჩაიბარა და როგორც თავად აღნიშნა,არიან პარტიაში წარმატებული ლიდერები და ისინი მიხედავენ აწი საქმეს ღირსეულად. ეს პოლიტიკური სტილი და სტანდარტი არის ზუსტად ბიძინა ივანიშვილის შექმნილი,რომელმაც 2012 ში ქვეყანა გადაგვირჩინა და დღესაც ადამიანი ბოლომდე ქვეყნის მომავლის შენების ავანგარდში დგას.
წარმატებები და ყოველივე საუკეთესო ორივე ირაკლის მომავალ საქმიანობაში."
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მე ვტოვებ პრემიერმინისტრის თანამდებობას
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს - ეს გადაწყვეტილება 24 იანვარს გამართულ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს