გიორგი გამსახურდიას თქმით, რომ მისთვის გაუგებარია პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ამ თემაზე პირველი პრეზიდენტის შვილმა გადაცემაში „იმედი Live“ ისაუბრა.
"აშკარაა მასზე ზეგავლენა და მინდა ქალბატონ სალომეს ვუთხრა, რომ ეს მისთვის დადებით ქულად არ იწერება. შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ ამ ადამიანს რაღაც პოლიტიკური ძალები მართავენ და როდესაც გაქვს რაღაც ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაზე საუბარი, ეს უკვე ვერანაირად ვერ აიხსნება“, - განაცხადა გამსახურდიამ.