"გეგმა იყო სისხლიანი რევოლუციის სცენარი, რითაც უნდა მოსულიყო "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში, თუმცა, ეს გეგმა დროზე ადრე იქნა გაშიფრული და ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი ამ გეგმის აღსრულებას ვერ დაუშვებდა." - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით წერს.
ამიტომ შეიქმნა ახალი გეგმა და ეს არის გარედან თავს მოხვეული საქართველოსთვის "ომის ქარტიის" შეთავაზების გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, "ნაციონალურ მოძრაობის" ხელისუფლებაში მოყვანას და მერე, რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩართვას." - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და განაცხადა: საჭიროა, სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა! - ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე!