ყველამ ჩვენ თავზე ვიზრუნოთ და ბიძინა ივანიშვილი თავის თავს როგორმე მიხედავს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ხვალ, რომ დამჭირდეს, „ქართული ოცნებიდანაც“ კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს ყველას დავაწინაურებ, წავიყვან და მთავრობაში დავნიშნავ.
„ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელი ფორმით, თუ ხელისუფლებაში დაბრუნდა, უსაფრთხოების გარანტიები ივანიშვილს კი არა, ჩვენ ყველას დაგვჭირდება, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, ამიტომ ყველამ ჩვენ თავზე ვიზრუნოთ და ბიძინა ივანიშვილი თავის თავს როგორმე მიხედავს. ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ძალიან დიდხანს თანამშრომლობა, მე რა ვიცი იქნებ საერთო ხიდები ისევ გამონახონ?! საქართველოს რიგით მოქალაქეებს კი უსაფრთხოებაზე ზრუნვა დასჭირდებათ“, - განაცხადა გახარიამ.