მე ვთვლი, ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოჰკითხოს ივანიშვილი - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოიკითხოს გავლიროვის ჩამომყვანი,მის მასპინძელი ადამიანი რომელმაც აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავლიროვის ჩამომყვანის შედეგად რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და უქნებოდა მართვადი. და ზმის შემდეგ დაჯდა და გაიპარა.
მე ვთვლი რომ უნდა გამოჰკითხოთ გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს.
მე ვთვლი რომ უნდა გამოჰკითხოთ აუცილებლად სუსის ხელმძღვანელი, რომელდაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები. მე არ ვიცი თქვენ ამას გააკეთებ თუ არა. მაგრამ, თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ მაშინ ეს კომისია იქნება ნახევარი სიმართლე. " - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დღეს განაახლა. სხდომაზე მიწვეულია საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრ გიორგი გახარია. კომისიის წევრებს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან და ყოფილ პრემიერთან, თანამდებობებზე ყოფნის დროს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.