„ქოცები“ იძახიან, რომ სააკაშვილის „პრომეთეს ჯილდო“ შესაძლოა ნაყიდია - თავიანთი ბიძინასთვის ერთი ასეთი ჯილდო რატომ არ იყიდეს? -  ამის შესახებ გიორგი ჩალაძემ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

„ბევრი ინფორმაცია მოდის იმის შესახებ, თუ რა პანიკაშია „ქართული ოცნება“. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს „პრომეთეს ჯილდოს“ გადაცემასთან დაკავშირებით  რაებს არ იგონებენ. „ქოცები“ იძახიან, შესაძლოა ეს ნაყიდი ჯილდოა, მაგრამ რატომ არ იყიდეს თავისი ბიძინასთვის ერთი ასეთი ჯილდო?  ეს არის ის კატასტროფული მდგომარეობა, რაც “ქართულ ოცნებას“ აქვს, მაგრამ მოუწევს ყველა კითხვაზე  პასუხის გაცემა, ეს იქნება სტრასბურგი თუ სხვა ადგილები.