ივანიშვილის სანქცირებისთვის ემზადებით და მზად ხართ ყველაფერი დაანგრიოთ. ალიან მძიმე შედეგები ექნება ამას - ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც  სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia - საბანკო კრიზისი გინდათ შექმნათ? ფარცხალაძის გამო სანქცირების წესი შეცვალეთ. აწი თავად სანქცირებულ მურუსიძეზე იქნება აღსრულება დამოკიდებული. საბანკო კრიზისს მივიღებთ და უამრავ ადამიანს და ბიზნესს დააზარალებთ. პირდაპირ МИР-ის ბარათს შეგვაერთეთ ბარემ. ძალიან სერიოზული კატასტროფა მოჰყვება ამას და გასაგებია რასაც აკეთებთ. ამას ფარცხალაძისთვის არ იზამდით. ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისთვის ემზადებით და მზად ხართ ყველაფერი დაანგრიოთ. ძალიან მძიმე შედეგები ექნება ამას“,- წერს უგულავა.

ცნობისათვის, დღეს საღამოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის დადგინდა გამონაკლისი. ბრძანების თანახმად, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.