დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს:
„Salome Zourabichvili -ის მთავარი პრობლემა არის, - ყველაფერი გააკეთოს, იმ ერთად ერთის გარდა, რაც მართლა მისი საქმეა, უფლება და მოვალეობაცაა - გაანთავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. შეწყალება მართლა თქვენი აბსოლუტური დისკრეციაა. ხოლო, კანონით უკვე შეწყვეტილ მოქალაქეობაზე ხელის მოწერა, მოვალეობა.
გეთანხმებით, სულისკვეთებაში - დაისაჯოს ჯაშუში ფარცხალაძე! მაგრამ, ვინ გითხრათ, რომ რუსეთის მოქალაქეშერჩენილი ფარცხალაძის დაპატიმრება არ შეიძლება?! თავად ხომ კარგად იცით, პრეზიდენტს ხელმოსაწერად აქვს ვადა, და მის ამოწურვის შემდეგ, ხელს მოაწერთ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტას. ჰოდა, ამ თქვენი სულისკვეთებიდან დარჩება ის, რაც ქოცებს სურთ, - "ჩვენი მოქალაქე აღარაა ფარცხალაძე, ჩვენი პრობლემაც აღარაა". ამ იდიოტიზმის დამკვიდრებას უწყობთ ხელს. ნებსით თუ უნებლიეთ, თავად უწყით. და ბოლოს, თუ ამ აბსურდს იჯერებთ, მაშინ უკრაინის მოქალქე სააკაშვილი რატომ ზის საქართველოს ციხეში?!
ხომ ხედავთ, ყველა თქვენი ქმედება, რა სულისკვეთებით თუ ქვენა მოტივებით არ უნდა იყოს ნაკარნახევი, თქვენს უმოქმედობამდე მიდის - სააკაშვილის განთავისუფლების გარეშე - სულ აი ასე იქნებით აბლანდული საკუთარ უმწეობაში“, - წერს „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გიგი უგულავა.