მიხეილ სააკაშვილი არის სიკვდილმისჯილი - ,,ვინც აიღო მახვილი, მახვილითვე წარწყდება“- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
„მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოში სიკვდილმისჯილი. ივანიშვილმა გადაწყვიტა ჩვენ და ჩვენს შვილებს მოგვიწყოს ჯოჯოხეთი. ამაზე პასუხი მხოლოდ შეიძლება ერთი იყოს - ვინც აიღო მახვილი, მახვილითვე წარწყდება, ვინც გადაწყვიტა, რომ ამ ქვეყნის მომავალი ჯოჯოხეთში დაწვას, თვითონ დაიწვება ჯოჯოხეთში“, - განაცხადა უგულავამ.