გიორგი გახარია არითმეტიკაში ცოტა მოიკოჭლებს, იმეორებს ერთი და იგივე განცხადებას, რომ „ქოცები“ და „ნაცები“ არ იქნებიან ხელისუფლებაში, ეს უბრალოდ, არითმეტიკულად არ გამოდის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ ტელეკომპანია „ფორმულას ეთერში განაცხადა.
„მივესალმები და ძალიან მიხარია, რომ ჩემი კოლეგების, ბატონი მამუკას და გიორგი გახარიას დღევანდელი შეხვედრა შედგა. მართალია, გიორგი გახარია არითმეტიკაში ცოტა მოიკოჭლებს, იმეორებს ერთი და იგივე განცხადებას, რომ „ქოცები“ და „ნაცები“ არ იქნებიან ხელისუფლებაში, ეს უბრალოდ, არითმეტიკულად არ გამოდის, მაგრამ პირველ ნაწილში ვეთანხმები, ქოცები ნამდვილად არ იქნებიან ხელისუფლებაში, რაც შეეხება დანარჩენს, არითმეტიკას და ჯანსაღ აზრს მივენდოთ. თუ ვინმეს წარმოუდგენია მომავალი მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, უბრალოდ იტყუება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.