სამჯერ ვიჯექი ციხეში, მიხეილ სააკაშვილი დღემდე პატიმრობაშია და მეტი რა უნდა ქნან, ტყავი უნდა გაგვაძრონ?!, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მუქარას, ბოდიში მომითხოვია, სამჯერ ვიჯექი მე ციხეში, ჩვენი ლიდერი ციხეშია და მეტი რა უნდა ქნან?! მიხეილ სააკაშვილი დღემდე პატიმრობაში იმყოფება და აწი რას აპირებენ, ტყავი უნდა გაგვაძრონ თუ რა არის?! შიშის პროვოცირება ხდება, ეს პროპაგანდისტული ხრიკია, იმიტომ რომ, მოდი ასე ვთქვათ, ვინ შეიძლება, ამომრჩევლის რომელი სეგმენტი შეიძლება აენთოს ამ ბოდვაზე. 12 წლის მერე „ნაციონალური მოძრაობის“და ჩვენს გატყავებას აპირებს. ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის მოღალატე, მას შიში ალაპარაკებს“, - განაცხადა გიგი უგულავამ „ფორმულას“ ეთერში.