სუსსა და მამუკა მდინარაძეს მოვუწოდებთ, რომ საზოგადოებას აუხსნან, რა მიზნებისთვის იყო იქ და ვისთან ჰქონდა შეხვედრები.– ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.

"რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდეთ, რომ სუსის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე ივანიშვილის მიერ შიკრიკად იყო გაგზავნილი შეერთებულ შტატებში. მაშინ ეს კონკრეტული ინფორმაცია სუს-მა მყისიერად უარყო, დღეს კი თავად დაადასტურეს ის სიცრუე, რაც მაშინ განაცხადეს. კეთილი ინებონ და საზოგადოებას აუხსნან, რა მიზნებისთვის გააგზავნა ივანიშვილმა მდინარაძე და ვისთან ჰქონდა ამერიკაში შეხვედრები.

რა თქმა უნდა, პირველი ივანიშვილის პირადი ინტერესებია. სუსსა და მამუკა მდინარაძეს მოვუწოდებთ, რომ საზოგადოებას აუხსნან, რა მიზნებისთვის იყო იქ და ვისთან ჰქონდა შეხვედრები. სუსის გამოხმაურებას დაველოდოთ“, –  განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა