ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ფეისბუკ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ყველა პროდასავლურ ძალას პირველ რიგში სათითაოდ გაძლიერება სჭირდება, რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და პროდასავლურ პარტიებს ჯამი აქვთ გასაზრდელი.
მისი თქმით, ამის გარეშე პუტინისტური სულისკვეთების ივანიშვილის რეჟიმი არ დამარცხდება.
„ეს რეჟიმი შეიცვლება მხოლოდ შინაარსზე ფოკუსირებითა და მოქალაქეებთან პირდაპირი კონტაქტით, რასაც ევროპული საქართველო აკეთებს. ეს ვერ მოხდება ივანიშვილის ფრაზების გადამღერებითა და მუდმივად იმაზე სპეკულირებით, თუ ვინ ვისთან გაერთიანდება“ - თქვა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის აცხადებს, უნდა შევზღუდოთ რუსული ექსპანსია ქვეყანაში, გამოფხიზლების და ბრძოლის დროა - “ლელოს” თბილისის ორგანიზაცია დაფუძნებულია
ასევე, ხაზარაძე ამბობს,