ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ 2007 წელს წინა ხელისუფლებამ დააკანონა სამხრეთ ოსეთის ოლქის აღდგენა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის იმის დაბრალება, რომ მის საკონსტიტუციო სივრცეში მიღებული რომელიმე გადაწყვეტილება მტრის მიერ ოკუპაციის ან საოკუპაციო ხაზის გატარების საფუძველია, მოღალატეობრივი განცხადებაა.
„მტერი შენს საკონსტიტუციო სივრცეს არ აღიარებს, მისი დარღვევით იქცევა, ანუ ამაში არანაირი ლოგიკაც არ არის - ეს ერთი. მეორე - არანაირი სამხრეთ ოსეთის ოლქის აღდგენა არ მომხდარა, ეს უბრალოდ სიცრუეა.
შეიქმნა სანაკოევის ხელმძღვანელობით დროებითი ადმინისტრაცია იმ საზიანო სტერეოტიპის დასანგრევად, რომ თითქოს კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს შორის გვაქვს. რეალურად დაპირისიპირება იყო და არის საქართველოს, მის ლეგიტიმურ სტრუქტურებსა და რუსეთსა და მის მარიონეტებს შორის“ - თქვა გიგა ბოკერიამ