ლევან ხაბეიშვილს „ლევან ჰერკულეს მცირე“ შეარქვეს. ხაბეიშვილი გარკვეულ ნიშას ეძებს, რომელიც თავისუფალია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე განმარტებით, სწორედ რევოლუციონერის ნიშაა თავისუფალი.
„ისეთი რევოლუციონერის, რომელიც პირდაპირ სისხლისღვრისკენ მოუწოდებს ხალხს და ამას არანაირად არ ერიდება. ამას არც ქუჩის განცხადებების დროს მორიდებია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.