ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსიმ განაცხადა.
„მათგან საინტერესო პროგრამას არ ველოდები, ვინაიდან „რევკომი“ უცვლელია ისევე, როგორც გეგმები და ხალხისა და სამშობლოს მიმართ დამოკიდებულება. „ხარი ხართან რომ დააბა ან ფერს იცვლის ან ზნეს“, მაგრამ არ მგონია, ან ფერსა და ან ზნეში რაიმე განსხვავებული იყოს ან პოლიტიკურ ველზე ახალი ენეგრიის წყარო შემოიტანონ. ეს არის დესტრუქციული ძალების გაერთიანება და არ მგონია, ამ გაერთიანებით ერთს ან მეორეს პროცენტი მოემატოს. დღეს პარტიების გამსხვილებაზე ლაპარაკი არ არის, რადგან უკვე გამსხვილებულია და ყველა რევოლუციურ კომიტეტშია გაერთიანებული – ეს ერთი ლეგიონია, მათ ერთი სახელი აქვთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.