„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციას წაგება უწინასწარმეტყველა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ოპოზიციას რეიტინგი არ აქვს.
"ადამიანებს (ოპოზიციის წარმომადგენლებს])პარტიებში არც არაფერი აბადიათ. არავითარი რეიტინგი გააჩნიათ საზოგადოებაში. უნდათ გაერთიანდნენ ცრუ ღმერთის გარშემო, უნდათ ცალ-ცალკე გამოვიდნენ არჩევნებში, ამას „ქართული ოცნებისთვის“ გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება. ჩვენთვის ამოცანა არ იცვლება. უნდა მოვიგოთ არჩევნებზე, გავაგრძელოთ რეფორმები ჩვენს ქვეყანაში და რაც მთავარია, შევინარჩუნოთ მშვიდობა“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.