დეზინფორმაცია, ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიანი კამპანია, პროვოკაციები - ეს იმ მოლოდინების არასრული ჩამონათვალია, რასაც მმართველი გუნდი, მოახლოებულ საარჩევნო წელს, ოპოზიციისგან პროგნოზირებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი კი ამბობს, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს შიდა დაპირისპირება არ სჭირდება.

„​ახლა, ამ ქვეყანას, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე უბედურების ფონზე და ზოგადად რეგიონში მიმდინარე საშინელი დაპირისპირებების ფონზე, არ სჭირდება ქვეყნის შიგნით თავპირის მტვრევა, დაპირისპირება. ჩვენ ეს ქვეყანა და ჩვენი სამშობლოს მომავალი საჯილდაო ქვად არ უნდა ვაქციოთ. თუ ამას გაიგებენ ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან, ეს კარგი იქნება. თუ არ გაიგებენ, ვფიქრობ, ქართველი ხალხი მათ ამას აუცილებლად გააგებინებს“, - მიიჩნევს ცაგარეიშვილი.