არჩევნების წინ, პარტია დამარხეს საერთოდ და ეს გააკეთა ხაბეიშვილმა. ხელისუფლების მოედანზე ითამაშა, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, თუ გადაწყვეტილი იყო, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებრივი ზეწოლით გამოეხსნათ, მაშინ აბსურდი იყო არჩევნების ჩატარება სასამართლო პროცესის პიკის წინ.
„ჯერჯერობით რასაც ვხედავ, არასწორი მიმართულებით მოქმედებენ. ელექტორალურად ეს პარტია განახევრდა შიდაპარტიული დაპირისპირების გამო.
ნიკა მელას არ დაუკლია მცდელობები, მაგრამ საზოგადოებისთვის სააკაშვილის თემა არ არის საერთო სახალხო პრობლემა ამ ქვეყანაში. ყველა დაიღალა ამ თემით. არჩევნების წინ, პარტია დამარხეს საერთოდ და ეს გააკეთა ხაბეიშვილმა. ხელისუფლების მოედანზე ითამაშა“, - განაცხადა ხუხაშვილმა და აღნიშნა, რომ პარტია, რომელმაც მოქმედი ხელისუფლების მთავარ დანაშაულად ჩრდილოვანი მმართველობა გამოაცხადა, თვით პარტიაში დაამკვიდრეს ჩრდილოვანი მმართველობა.
„ბიძინას მასშტაბი მაინც აქვს და იქ ჩრდილოვანი მმართველები, საერთოდ სასაცილოები არიან. მელიას ჰქონდა ბეგრაუნდი, ურთიერთობები და ეს ხაბეიშვილი დასავლური გაგებითაც აბსოლუტურად უცხო სხეულია. ქუჩაში სირბილის მეტი ამ კაცს არაფერი გაუკეთებია, რა მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რაზე ვლაპარაკობთ. თავისივე ხელით პარტია პაროდიად აქციეს“,- თქვა გია ხუხაშვილმა.