თუ სააკაშვილის მხრიდან მონანიებას ექნებოდა ადგილი, ცუდი არ იქნებოდა - კოაბიტაცია უნდა მოხდეს პატიების საფუძველზე - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„სააკაშვილის მხრიდან აღიარება, მონანიების ფორმის თუ იქნებოდა, ეს არ იქნებოდა ცუდი ზოგადად ქვეყნისთვის და მისთვისაც კარგი იქნებოდა, ჩემი აზრით. ასე რომ ამ ნაწილში გავიზიარებდი კობახიძის პათოსს.
ჩვენ თავის დროზე ვსაუბრობდით კოაბიტაციაზე, რომელმაც მახინჯი ფორმა შეიძინა საბოლოო ჯამში. კოაბიტაცია არის შერიგება დამნაშავესა და დაზარალებულს შორის და ეს შერიგება, როგორ უნდა მოხდეს? - უნდა მოხდეს პატიების საფუძველზე. პატიების გარეშე ნებისმიერი შერიგება არის ყალბი. რომ აპატიო, ამისათვის მინიმუმ დარწმუნებული უნდა იყო დამნაშავის გულწრფელობაში, გულწრფელ მონანიებაში“- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.