მელიას ჰქონდა ბეგრაუნდი, ხაბეიშვილს ქუჩაში სირბილის მეტი არაფერი უკეთებია, პარტია თავისივე ხელით პაროდიად აქციეს - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„თავისთავად სასაცილოა, რომ პარტია, რომელმაც მოქმედი ხელისუფლების მთავარ დანაშაულად ჩრდილოვანი მმართველობა გამოაცხადა, საკუთრივ თავის პარტიაში დაამკვიდრა ჩრდილოვანი მმართველობა. ბიძინას მასშტაბი მაინც აქვს და ის ჩრდილოვანი მმართველები სასაცილოები არიან, ისეთები არიან. გარდა ამისა, ხაბეიშვილმა ხელისუფლების მოედანზე ითამაშა-მეთქი რატომ ვამბობ - მელიას ჰქონდა რაღაც ბეგრაუნდი, ურთიერთობები, ეს ხაბეიშვილი დასავლური გაგებითაც აბსოლუტურად უცხო სხეულია, ქუჩაში სირბილის მეტი ამ კაცს არაფერი უკეთებია, რაის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და რაის თავმჯდომარე, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, პაროდიად აქციეს პარტია თავისივე ხელით“- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.