მომავალში ივანიშვილი დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებას თუ შეეცდება, „ოცნების“დღევანდელი ე.წ. ელიტის ადგილი პოლიტიკაში არ იქნება,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„შეიძლება ბიძინა ივანიშვილი განიხილავდეს სცენარს, როდესაც მომავალში რაღაც ეტაპზე შეეცდება, რომ დაალაგოს ურთიერთობა დასავლეთთან. დღევანდელ პარლამენტარებს, „ქართული ოცნების“ ე. წ. ელიტას მინდა ვუთხრა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი შეეცდება ეს დაალაგოს, მათი ადგილი პოლიტიკაში არ იქნება, იმიტომ რომ ეს ხალხი ყველა იმ მომენტისთვის იქნება დასანქცირებული. ბუნებრივია შენ ურთიერთობებს ვერ დაალაგებ, თუ შენი მომსახურე პერსონალი შეზღუდული კომუნიკაციის საშუალებებით იქნება აღჭურვილი. შესაბამისად, ბიძინამ ეს ხალხი, ამ შემთხვევაში უნდა ჩარეცხოს და მოიყვანოს ახალი ხალხი ქუჩიდან, რაც არაერთხელ გაუკეთებია. ეს არის ერთი სცენარი და მეორე სცენარით, ბიძინას გადაწყვეტილი აქვს რუსეთის იმპერიაში შეგვიყვანოს და თუ ასეა, მაშინ მოღალატეები არიან და მოღალატის სახელით იცხოვრებენ მთელი ცხოვრება",- განაცხადა გია ხუხაშვილმა.