ნაც. მოძრაობა და ქართული ოცნება სიამის ტყუპებივით არიან - ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლების შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
"ნაც. მოძრაობა და ქართული ოცნება სიამის ტყუპებივით არიან. სადღაც კულისებიდან უხილავი ხელით ნიშნავენ და ათავისუფლებენ, თხრიან და ნერგავენ, გუშინ ადიდებინებენ - დღეს ალანძღვინებენ, რაღაც გაუგებარი ხუშტურებით, მიზნებით და ამოცანებით.
განსხვავება ერთია - ერთი ტყუპისცალი სულ დასავლეთით იყურება, მეორე ჩრდილოეთით, ერთმანეთი ეზიზღებათ, მაგრამ უერთმანეთოდ სიცოცხლე არ შეუძლიათ…"