ახლა ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი თვითგადარჩენაზე ფიქრობს. ვინც ხვდება, რომ გემი იძირება, ყველას უნდა გარკვეული გარანტიების შექმნა სამომავლოდ. ამიტომ, ჩაშვებების სერიას ვიხილავთ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.
„თუ გახსოვთ ღარიბაშვილი ამერიკაში ორი კვირით რომ იყო წასული, ბავშვი რომ წაიყვანა, მაშინ პრემიერ მინისტრი იყო და ორი კვრა ძალიან უცნაურად იჯდა ამერიკაში, ისე რომ შეხვედრები არ ჰქონია. ახლა ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი თვითგადარჩენაზე ფიქრობს. ვინც ხვდება, რომ გემი იძირება, ყველას უნდა გარკვეული გარანტიების შექმნა სამომავლოდ. ამიტომ, ჩაშვებების სერიას ვიხილავთ ჩვენ. ღარიბაშვილს ხელს არ ვადებ, მაგრამ მას ნამდვილად ჰქონდა მოტივი FBI-სთან ეთანამშრომლა, იმიტომ რომ სამომავლოდ, როდესაც ბიძინას ხელისუფლება დამთავრდება, თავი გადაირჩინოს და ამის შესაძლებლობა ჰქონდა, ორი კვირა ამერიკაში დადიოდა, კაცმა არ იცის რას აკეთებდა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.