საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს ახალი მოადგილე ჰყავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ გელა გელაძე დაინიშნა. გელა გელაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

თავდაცვის მინისტრის ახალ მოადგილეს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. დღემდე მუშაობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ. წლების განმავლობაში, ამავე უწყებაში იკავებდა მაღალ თანამდებობას. ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში.

გელა გელაძემ თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დავით სუჯაშვილი შეცვალა.