რეპრესიული რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ თავიანთი ოპონენტების ლიეტუველებთან შედარებისას, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელ X -ში დაწერა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.
შალვა პაპუაშვილი: საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგსუკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის, ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა
"რეპრესიული რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ თავიანთი ოპონენტების ლიეტუველებთან შედარებისას, რადგან ლიეტუველებს მსგავს სიტუაციებში გამარჯვების გამოცდილება აქვთ“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
Oppressive regimes should be careful when comparing their opponents to Lithuanians, because Lithuanians have a history of winning this kind of thing. https://t.co/InNlN2JVAZ
— Gabrielius Landsbergis🇱🇹 (@GLandsbergis) January 13, 2025