"ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრის რანგში, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება. რა თქმა უნდა, საუბარი საქართველოს მომავალ განვითარებას შეეხება“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საუბარი ევროკავშირში ინტეგრაციას შეეხება.
„ბატონი პრემიერი მიუთითებს იმ პრიორიტეტის შესახებ, რაც სახელმწიფოს წინაშე დგას - ეს არის ჩვენი ევროინტეგრაცია. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს აქვს პოლიტიკური დატვირთვა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის რეფორმებისა და ცვლილებების მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია“,- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.