„მე ვფიქრობ, რომ პირიქით, კიდევ უფრო უკეთესი იქნება საპარლამენტო საქმიანობის მდიდარი გამოცდილების მქონე, ასევე ძლიერი ლიდერი ირაკლი კობახიძე გადაინაცვლებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში და აღმასრულებელი ხელისუფლების ძლიერი ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი გადმოინაცვლებს აქეთ, პარტიულ საქმიანობაში“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი მდიდარი გამოცდილების მქონე ლიდერების მუშაობა ცოტა უფრო განსხვავებულ სარბიელზე, ქვეყნისთვის და ზოგადად განვითარებისთვის კარგი უფრო იქნება.

„ეს თანამდებობრივი ცვლილებები განპირობებულია ჩვენს გუნდში არსებული დემოკრატიით. ეს არის როტაცია, რომელიც გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება. მე ვფიქრობ, რომ პირიქით, კიდევ უფრო უკეთესი იქნება საპარლამენტო საქმიანობის მდიდარი გამოცდილების მქონე, ასევე ძლიერი ლიდერი ირაკლი კობახიძე გადაინაცვლებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში და აღმასრულებელი ხელისუფლების ძლიერი ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი გადმოინაცვლებს აქეთ, პარტიულ საქმიანობაში. ეს კიდევ უფრო გაამყარებს და გააძლიერებს გუნდს, ასეთი მდიდარი გამოცდილების მქონე ლიდერების მუშაობა ცოტა უფრო განსხვავებულ სარბიელზე, ქვეყნისთვის და ზოგადად განვითარებისთვის კარგი უფრო იქნება.

იცვლება გლობალური და ქვეყნის შიგნით პროცესები. ჩვენი ქვეყანა ვითარდება. სხვადასხვა ტიპის ამოცანების და მიზნების განხორციელება ხდება საჭირო. მე უბრალოდ იმას ვუსვამ ხაზს, რომ ის გამოცდილება, რომელიც ამ ორ ადამიანს აქვს, დაეხმარება ჩვენს გუნდს, კიდევ უფრო კარგად გავართვათ თავი ახალ ამოცანებს და ახალ მიზნებს მივაღწიოთ“, - განაცხადა სეფაშვილმა.

ცნობისთვის,  საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

 პოლიტსაბჭოსგან  მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა  - განაცხადა ირაკლი განაცხადა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვლიდან. მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2012–2013), საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე (2013–2015), საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე.