თუ დასამალი არაფერი გაქვს, რატომ ეწინააღმდეგები ასეთი კომისიის შექმნას? ან თავად პარლამენტის ოპოზიციამ უზრუნველყოს მობილიზება საჭირო ხმების - წერს პარლამენტის ყოფილი წევრი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას შოვის ტრაგედიის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რასაც არ ემხრობა მმართველი გუნდი.
"საგამოძიებო კომისიის შექმნა - ეს საპარლამენტო კონტროლის რეალური და ქმედითი მექანიზმია და ასეთი მძიმე ტრაგედიის დროს, რაც მოხდა რაჭაში თავად ხელისუფლება უნდა ემხრობოდეს და ეხმარებოდეს ამ პროცესის სანდოობას , ღიაობას.
თუ დასამალი არაფერი გაქვს, რატომ ეწინააღმდეგები ასეთი კომისიის შექმნას? ან თავად პარლამენტის ოპოზიციამ უზრუნველყოს მობილიზება საჭირო ხმების !
ყველაფერი, რაც უნდა იყოს ძლიერი კონტროლის მატარებელი- მოშლილი და გამოფიტულია ... პირველ რიგში კი -პარლამენტი , რომლის საკონტროლო ფუნქციის გაძლიერებაზე ამდენი წელი ვიშრომეთ .....
ასე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის გამოფიტვა და ნდობის გამოცლა როგორ შეიძლება?..." - წერს ეკა ბესელია.