სალომე ზურაბიშვილი არ არის ჩვეული ვინმეს გავლენით მოქმედებას - კიდევ უფრო ღია და მკაფიო იქნება მისი კრიტიკა - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მმართველი პარტიის აგრესიული გაწყობა პრეზიდენტის მიმართ კიდევ უფრო იზრდება და ისინი ხედავენ საფრთხეს. სალომე ზურაბიშვილი, მე როგორც ვიცნობ მას, არ არის ჩვეული ვინმეს გავლენით მოქმედებას, ის საკუთრივ დგამს გაბედულ ნაბიჯებს და მგონია, რომ კიდევ უფრო ღია და მკაფიო იქნება მისი კრიტიკა, შეიძლება სუსხიანი მოსასმენად მმართველი პარტიისთვის და ამისთვის რაღაცნაირად ემზადება „ქართული ოცნება“, ამიტომ მათ შეცვალეს ტაქტიკა და ღია კონფრონტაციის ნაცვლად, გაგრძელდება შიდა ომი, მაგრამ ეს არ ცვლის არაფერს, იმიტომ რომ საფრთხე რომელზედაც პრეზიდენტი საუბრობდა 26 მაისს და საუბრობდა ჯარის წინ მთავარსარდალი ძალიან მნიშვნელოვან რამეზე, რომ პრორუსული განწყობები დღეს არის უდიდესი ზიანის მომტანი ქვეყნისთვის და იზოლაციისკენ მიაქანებს საქართველოს“- განაცხადა ეკა ბესელიამ.