ერთხმად უჭერენ მხარს ვისაც აკონტროლებენ ! საპარლამენტო ოპოზიცია, თქვენ მაინც ნუ მიყვებით ამ ფარისევლურ თამაშში! - ასე ეხმაურება პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია პარლამენტის მიერ 96 ხმით ახალახო დამცველად ლევან იოსელიანის არჩევას.
"იაფფასიანი გარიგება მმართველ პარტიასა და მის ფილიალ ელისაშვილს შორის ! სახალხო დამცველის ასარჩევი რეალური კონკურსი ჩაშალა უმრავლესობამ და ახლა ამ კრიტიკულ დროს შემოაპარეს ლევან იოსელიანის კანდიდატურა ერთხმად უჭერენ მხარს ვისაც აკონტროლებენ ! საპარლამენტო ოპოზიცია, თქვენ მაინც ნუ მიყვებით ამ ფარისევლურ თამაშში!" წერს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ: პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია.
ლევან იოსელიანს მხარი დაუჭირეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ, თეონა აქუბარდიამ.
სახალხო დამცველის არჩევას პარლამენტში 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. სახალხო დამცველის არჩევა ევროკავშირის რეკომენტაციების 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების შემადგენელი საკითხია.