„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვება, მათთვისვე დამანგრეველი იქნება, საკმარისია 12 წელი მართლაც, ახლა ცვლილებები უნდა მოხდეს, მაგრამ არც ის წარსული არ მინდა დაბრუნდეს,- ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობაზე“ უფრო მეტი ხმა შეიძლება მიიღოს ისეთი ტიპის პოლიტიკურმა ერთობამ, სადაც ბევრი საინტერესო პოლიტიკური ჯგუფი იქნება წარმოდგენილი. თუ ეს მოახერხა, მაგალითად, გიორგი გახარიამ, მას აქვს ამის შესაძლებლობა. ამიტომაც, სრულიად განსხვავებული შეიძლება იყოს ასეთ დროს რეალობა, რომ მომავალი კოალიცია გავლენების თვალსაზრისით და მანდატების რაოდენობის თვალსაზრისით, სრულიად სხვა, მაგრამ მრავალფეროვანია პოლიტიკურმა ჯგუფმა აიღოს დომინანტი პოზიცია. ამიტომ, ვამბობ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვება, მათთვისვე დამანგრეველი იქნება. საკმარისია 12 წელი მართლაც, ახლა ცვლილებები უნდა მოხდეს, მაგრამ არც ის წარსული არ მინდა დაბრუნდეს, ამიტომ იმ წარსულის გადაზღვევა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მრავალპარტიული წარმომადგენლობით", - განაცხადა ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში.