ყველა მიმართულებით ვამარცხებთ გლობალური ომის პარტიის მონებს, უსამშობლოებს, ფაშისტ ნეოლიბერალებს! ვერც ვერასდროს გვაჯობებენ. 7-8 მარტის აქციებზე, არასრულწლოვანი ბავშვები მოატყუეს, ქუჩა ნახა გაფარჩაკებულმა ოპოზიციამ და თავში აუვარდა. 9 მარტის შემდეგ ყოველ დილით შავი დღე გითენდებათ! ეგ თქვენი 7-8 მარტიც მოგიგეთ, იცით რატომ? მართლები ვართ და სიმართლეს ვეუბნებით ჩვენს ხალხს! - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ეს სტანდარტიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში, სიმართლე, რომელიც შეიძლება დროებით გაზარალებდეს, მაგრამ მომავალში აუცილებლად გაიმარჯვებ თუ მართალი ხარ! რა თქმა უნდა თქვენთვის და თქვენი მეპატრონეებისთვის, ხელისუფლებაში ყოფნისას სიმართლით მმართველობა წარმოუდგენელია და მიუღებელია, სულ რაღაცეები უნდა ჩმახოთ, ხალხი მოატყუოთ, ფეიკებით იმ დონეზე ხართ გასვრილი, რომ ერთმანეთსაც იგივე მეთოდებით ებრძვით! ვერც წარსულმა და აწყმომ ვერ გასწავლათ სიმართლის თქმა, ვერც მომავალში შეძლებთ და იმიტომაც ხართ ფსკერზე❗️
ყველა ბრძოლას მოვიგებთ სიმართლით, ღირსებით, ეროვნული ფასეულობების დაცვით 4️⃣1️⃣🇬🇪👊🏻" - წერს დიტო სამხარაძე.