თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში სამართალდამცველები შევიდნენ. გავრცელებული ინფორმაციაში ანონიმური ზარი შევიდა საგამოძიებო უწყებაში და ე.წ. ქოლცენტრისა არსებობის შესახებ განაცხადა. რის საფუძველზეც მოხდა შენობაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ფაქტს, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება
"ქოლცენტრებით ევროპელ პენსიონერებს ძარცვავენ, ამ ფულით საქართველოში აფინანსებენ თავიანთ ბინძურ ტელევიზიებს, ომის პარტიის მონებს და უკან აგზავნიან თავიანთ ევროპელ ლობისტებთან, პატრონებთან, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებას ხელს უშლიან" - წერს დეპუტატი დიტო სამხარაძე.
ცნობისთვის, ქართულ მედიაში გაავრცელა ინფორმაცია, შენობა, სადაც საგამოძიებო უწყება შევიდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და უკრაინის რადას უმრავლესობის ლიდერს, "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელს დავით არახამიას ეკუთვნის.
ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საგამოძიებო უწყებებს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.