მცდარი ილუზიების შექმნით, ხალხს სპეციალურად გაუჩინეს მოლოდინები, თითქოს კანდიდატობის სტატუსის მოცემის შემთხვევაში ხელფასები გაორმაგდება, გადასახადები შემცირდება და ფასები დაიკლებს, რაც ტყუილია. - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში:
"საქართველოს კანდიდატობის სტატუსის არ მიღება ვის აწყობს? რა თქმა უნდა ოპოზიციას! ყველანაირ ხერხს მიმართავენ, საბოტაჟს საბოტაჟზე აწყობენ, დამქირავებლებს კაბინეტებს უტალახებენ, ოღონდ სტატუსი არ მოგვცეთ და გპირდებით რევოლუციას მოვაწყობთო უკაცრავად, ამათ გონიათ, რომ ჩვენ ამ დროს წითელ ხალიჩას გავუფენთ და არაფერს მოვიმოქმედებთ? ჯიგრულად გადავახევთ მაგ რევოლუციას, ისე რომ ვერც პატრონები უშველიან!
რამოდენიმე წლის წინ, უკრაინის ომამდე, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2024 წელს მიმართავდა ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. გახსოვთ რა გამოხმაურება მოყვა? არავის აინტერესებდა სტატუსი, ყველა იმას ლაპარაკობდა, სტატუსი წევრობას არ ნიშნავს და ათეულობით წლები დასჭირდება საქართველოს, ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობამდეო. ახლა? ისე აპიარებენ წევრობის სტატუსს, თითქოს ეკონომიკურად სიკეთის მომტანია ქვეყნისათვის. ერთი მაგალითია მოლდოვა, რომელსაც წელიწადზე მეტია რაც სტატუსი მისცეს და ლამის სახელმწიფო ჩამოეშალათ, ვარდნა აქვთ ყველა მიმართულებით, ფასებიც გაიზარდა და ხალხის პროტესტიც, მიტინგებია ყოველდღე! მეორე მაგალითია თურქეთი, რომელსაც უკვე 25 წელია მიანიჭეს კანდიდატობის სტატუსი, ახვეწნინეს და მათ საშინაო საქმეებში იმდენად ჩაერივნენ, რომ ბოლოს თურქი ხალხი იმ დონემდე მიიყვანეს, ახლა სურვილიც კი აღარ აქვთ ევროკავშირის წევრობის. გაერთიანდა ერი და ისეთი სახელმწიფო შექმნეს, რომ დღეს ევროკავშირი აქეთ არის დამოკიდებული ეკონომიკურად.
მცდარი ილუზიების შექმნით, ხალხს სპეციალურად გაუჩინეს მოლოდინები, თითქოს კანდიდატობის სტატუსის მოცემის შემთხვევაში ხელფასები გაორმაგდება, გადასახადები შემცირდება და ფასები დაიკლებს, რაც ტყუილია. აპიარებენ სტატუსს, შემდეგ ცდილობენ რომ ვერ მივიღოთ და გაბრაზებული ხალხი გამოიყენონ თავიანთი ბინძური გეგმების განსახორციელებლად, რათა როგორმე ნაცები დააბრუნონ საქართველოს მჩაგვრელ ხელისუფლებად. იმაზე არ ფიქრობენ, რომ გაბრაზებული ხალხი პირველ რიგში მათ წინააღმდეგ განეწყობა, ვინც საქართველოს ხელი შეუშალა კანდიდატის სტატუსის მიღებაში. კუბილიუსისნაირები დამამცირებულად ექცევიან ჩვენს ხალხს, მეორე ხარისხოვნები ვგონივართ, მიშა სააკაშვილის ღირსები, რომლებსაც შეუძლიათ მომთვინიერებელი მათრახით მისცენ ბრძანებები, როგორც ცხოველებს ტრიუკის სანაცვლოდ პირში სასუსნავს უდებენ! ან სტატუსი და ომი, ან სტატუსამდე რევოლუცია, მერე ომი და ბოლოში სტატუსი! იმედია იქ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და მაინც მოგვცემენ სარევოლუციოდ გაპიარებულ სტატუსს, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის ჩვენს ხალხს, ქვეყანას და ხელისუფლებას
!P.S. ომი რომ დავიწყოთ, დღესვე მოგვანიჭებდნენ!"