მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში პირადად მიმოწერას აქვეყნებს, სადაც მისი უმცროსი ქალიშვილით ემუქრებიან.
"არასდროს ამ ძლოკვების ოჯახის წევრებს არ შევხებივარ, მითუმეტეს მათ შვილებს! არც პირველს მიგინებია! ყოველთვის, როდესაც ჩემი გუნდის წევრს ან მისი ოჯახის წევრს აგინებდნენ, დიახ, გინებით ვპასუხობდი! ერთ ფაქტსაც ვერავინ მომიყვანს, რომ ეს ასე არ არის!
ნაცებო, ლომჯარია და დანარჩენო ჩირქიანებო! ეს ჭუჭყი, როგორც გინდათ და საიდანაც გინდათ მომიძებნეთ! 24 საათს გაძლევთ ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში ლეგიტიმურ უფლებას ვიტოვებ ვივარაუდო, რომ ლომჯარიას, გიგაურის, 5ლე გირჩი ჯაფარიძის, გვარამიას, სრულიად სანაცეთის და მათი მეძავი ტელევიზიების დავალებით მწერს და შესაბამისად ვიმოქმედებ! სულ ფეხებზე მკიდია თანამდებობა, სტატუსი და სასჯელი! თქვენს სისხლს დავლევ ჩემი უმცროსი ქალიშვილის ლიკვიდაციის მუქარა თუ გაპატიოთ! მშვიდობიანო დემონსტრანტებო" - წერს დიტო სამხარაძე "ფეისბუკში".