საქართველოს რომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი არ მიეღო რამდენი გადაიხადეთ უსამშობლო ნაძირლებო? ჰაა, აღიარეთ! - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე, რომელიც ეხმაურება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობასთან დაკავშირებით.
საქართველოს რომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი არ მიეღო რამდენი გადაიხადეთ უსამშობლო ნაძირლებო? ჰაა, აღიარეთ! დროის ფაქტორია და მაინც გავიგებთ! აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ხომ გაეცანით? ვერავინ რომ ვერ ჩქმალავს თქვენს ბნელ ზრახვებს, ახლა რას იტყვით? ან ისინი სად ხართ მკერდს რომ იგლიჯავთ ქართველობაზე, უცხოელების უფრო რომ გჯერათ, ვიდრე საკუთარი ხალხის. ხომ ნახეთ რას და რისთვის იხდის ეს მანქურთების ბელადი ფულს? რატომ არ ჩანხართ ამერიკული კანონის გამრუსებლებო? აი რატომ არ გინდოდათ საქართველოშიც იგივე კანონის ამოქმედება! არაუშავს, მაინც ვერ დამალავთ