ე.წ. პრეზიდენტმა დღეს ქართულ პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა,- წერს „ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.
„ბოდიშს ვუხდი ქართული პოლიციის 45 000-ზე მეტ თანამშრომელს, რომ მეც მიმიძღვის წვლილი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად მოთრევაში! ე.წ. პრეზიდენტმა დღეს ქართულ პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, პოლიციელის დაწვა წაახალისა! საქართველოს მებრძოლ, პატრიოტ ხალხს ზურგი აქცია‼️ ბოდიში ბიჭებო🙏🏻“- წერს სამხარაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა: ხელი ჯერ არ მაქვს მოწერილი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე დილის 10 საათზე